25 ოქტომბერი 2020,   14:33
ვრცლად
დღევანდელი შეზღუდვები სოციალური დისტანცირება და პირბადეა, რა არის აქ ისეთი, რომ მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?! - თენგიზ ცერცვაძე

როგორც ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი თენგიზ ცერცვაძე "ღამის კურიერის" ეთერში განაცხა, მოსახლეობის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია პანდემიის პირობებში, თუმცა მისი თქმით, ეპიდემიოლოგებმა და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ მოსახლეობის პასუხისმგებლობა შემსუბუქებულიყო.

"ყველას შეუძლია იმის თქმა, რომ მოსახლეობას ყელში არ ამოუვიდეს, მაგარამ რა გავაკეთეთ ისეთი რომ მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს? პირიქით, დღევანდელი რეგულაციებია, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანცირების დაცვა, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება. რა არის ამაში ისეთი რაც შეიძლება მოსახლეობას ყელში ამოუვიდეს?

ვხედავთ, რომ მოსახლეობა ნელ-ნელა დუნდება, ეს ბუნებრივი პროცესია. მუდმივი განგაშის მდგომარეობაში ადამიანი ვერ იცოცხლებს. 

არის მცდელობები და ამ მცდელობების აღსრულება, რომ ყველაფერი მოსახლეობას არ დაბრალდეს. შემთხვევების გაზრდაში მოსახლეობის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე მათ ეს ბრალდებათ. სახელისუფლებო გუნდის და ჩვენი ტაქტიკაა, რომ მოსახლეობას ეს ყველაფერი არ დაბრალდეს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

დღის ამბები