24 ოქტომბერი 2020,   16:47
ვრცლად
ავტოავარია ვარკეთილში - დაღუპულია ერთი ადამიანი

ცოტა ხნის წინ, ავტოავარაია მოხდა ვარკეთილში,  სუხიშვილის ქუჩაზე. "ნისანის" მარკის  მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. 

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო- სამედიცინო სამსახურია მობილიზებული. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

 

დღის ამბები