22 ოქტომბერი 2020,   02:11
ვრცლად
არჩევნებზე ამერიკიდან 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი გვეყოლება - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანის ინფორმაციით ამერიკის შეერთებული შტატებიდან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად ჩამოვა 28 გრძელვადიანი და 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. 

მინისტრმა ხაზი გაუსვა ამერიკის ჩართულობის მნიშვნელობას ამ პროცესში. 

"ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იზიარებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ეუთოს სტანდარტებით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მივიღეთ მისგან მხარდაჭერა, რომ არჩევნებზე იქნებიან ამერიკელი დამკვირვებლები, რომლებიც იქნებიან ჩართული მთავარ სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც გახლავთ ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისია, სადაც გვეყოლება როგორც გრძელვადიანი 28 დამკვირვებელი, ისე 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი,"-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არჩევნებში დამკვირვებლების მოწვევაზე საპასუხო წერილი გამოუგზავნა, სადაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ამერიკელი დამკვირვებლების ჩართულობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

დღის ამბები