28 სექტემბერი 2020,   09:21
ვრცლად
შედეგები არ ასახავს სრულფასოვან სურათს - არჩილ თალაკვაძე IRI -ის კვლევაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცახადებით, საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები არ ასახავს "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობას.

"რაც შეეხება ამ კონკრეტულ კვლევას, ჩატარებულია ალოკაციის გარეშე და შედეგები არ ასახავს სრულფასოვან სურათს, შესაბამისად ეს არ ნიშნავს, ეს პროცენტი გამოხატავს რეალურად ჩვენ მხარდამჭერთა რაოდენობას,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს ამომრჩეველთა 56% უჭერს მხარს.

"საზოგადოებრივი აზრით ვინტერესდებით არა მხოლოდ ჩვენ ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები, არამედ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები. არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა, სადაც ჩანს რომ "ქართულ ოცნებას" აქვს 56% და კიდევ უფრო მაღალი ნდობა საზოგადოების მხრიდან და ეს ყველაფერი საარჩევნო კამპანიის შუაში. ჩვენ გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და ვენდობით ჩვენ მოქალაქეებს და კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოველით რომ ეს მხარდაჭერა გაიზრდება. უკვე არსებული მხარდაჭერა, არის საკმარისი იმისთვის, რომ მიიღოს უმრავლესობა და ჩამოაყალიბოს მთავრობა და მინისტრთა კაბინეტი,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

დღის ამბები