24 სექტემბერი 2020,   02:50
ვრცლად
IRI-ის კვლევის თანახმად, ხელისუფლების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად 16% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს

საერთშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელისუფლების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად გამოკითხულთა 16% "ნაციონალურ მოძრაობას" ასახელებს.

ფიქრობთ თუ არა, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტიანი ალტერნატივაა ამ არჩევნებზე?

სასიკეთო ალტერნატივად გამოკითხულთა 16% "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს, 9-9% "ლელოს" და "სტრატეგია აღმაშენებელს", 5-5-% "სამოქალაქო მოძრაობასა" და "ევროპულ საქართველოს", 4% -ის აზრით, ასეთი "ჩვენი საქართველო სოლიდარობის ალიანსია", 3-3% კი ხელისუფლების ალტერნატივად "გირჩსა და პატრიოტთა ალიანს", 2 % კი "ლეიბორისტულ პარტიას" მიიჩნევს. 

56% -სთვის კი, შემცვლელი ეფექტიანი ალტერნატივა არ არსებობს. 

საერთშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) ხმის მიცემის უფლების 1500 რესპონდენტი, პირდაპირი ინტერვიუს ფორმით 4-დან 21 აგვისტომდე პერიოდში გამოკითხა.

 

დღის ამბები