26 სექტემბერი 2020,   10:50
ვრცლად
ყურძნის დაბალი ფასის გამო კახეთში მევენახეებმა საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს

მევენახეებმა ყურძნის ფასი გააპროტესტეს. ისინი თავდაპირველად სოფელ ჭიკაანის ცენტრში შეიკრიბნენ, შემდეგ ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლეს და ლაგოდეხი-ყვარლის საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადეს.

მევენახეებისთვის, ღვინის ქარხნების მიერ 1 კგ საფერავში შეთავაზებული 1,50 ლარი მიუღებელია.

მოგვიანებით მევენახეებს "რთველი" 2020-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი შეხვდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დღის ამბები