26 სექტემბერი 2020,   10:30
ვრცლად
2021 წლიდან ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება

ექსკურსიებზე რეგულაციები მკაცრდება. მიზეზი, მსგავსი ღონისძიების დროს გახშირებული ავარიებია. ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებული იქნება იქონიოს ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გაცემული ტექნიკური ინსპექტირების დოკუმენტი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაცემული ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ასევე ჰქონდეს შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.

ასევე, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში იკრძალება იმაზე მეტი სავარძლის განთავსება, ვიდრე ქარხნულად არის გათვალისწინებული.

მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, განმეორების შემთხვევაში კი – 400 ლარით. კანონპროექტი 2021 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

დღის ამბები