24 სექტემბერი 2020,   03:30
ვრცლად
ეპიდაფეთქება ბათუმში - აჭარის რეგიონში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 74%-ია

ბათუმში ეპიდაფეთქებაა. აჭარის რეგიონში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 74%-ია. რეგიონში საკარანტინე რეჟიმი არ ამოქმედდება, თუმცა მზარდი შიდა გავრცელების გამო რეგულაციები მკაცრდება. ქალაქის შესასვლელთან სპეციალური პუნქტი მოეწყო, სადაც ოპერატიული შტაბი შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშავებს.

ბათუმში ყველა შემსვლელ და გამომსვლელს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება. ტესტირებას მხოლოდ ის ადამიანები დაექვემდებარება, ვისაც შემოწმების შემდეგ ტემპერატურა დაუდგინდებათ. გადაწყვეტილება სააკორდინაციო საბჭომ არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მიიღო

ბათუმში სიტუაციის მართვის მიზნით იმყოფებიან ვიცე-პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი.

გლობალურად დაძაბული ეპიდსიტუაციის ფონზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართვლოში ინფიცირებულების გამოვლენა ადრეულ ეტაპზევე ხდება, რაც პაციენტების მართვის კუთხით ჯანდაცვის სისტემისთვის კარგი წინაპირობაა.

 

დღის ამბები