26 სექტემბერი 2020,   10:12
ვრცლად
ყველა უთანხმოება უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ღირსეულად იასპარეზოს-ბესო ჯანჯღავა

ჟურნალისტმა ბესო ჯანჯღავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა რაგბის კავშირში მომხდარ დაპირისპირებაზე - მისი თქმით, ეს საკითხი მაქსიმალურად მშვიდად უნდა მოგვარდეს, რომ საქართველოს ნაკრებმა ღირსეულად შეძლოს ასპარეზობა.

"ამ ყველაფერმა, არ მგონია, რვა ერში თამაშზე იქონიოს გავლენა, ახლა ყველა უნდა გაერთიანდეს. ყველა უთანხმოება უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ღირსეულად იასპარეზოს. ღრმად ნუ წავალთ ნუ გავქექავთ, თორემ ძალიან ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.

ყოველთვის იყო პრობლემები რაგბიში, მაგრამ ეს გარეთ არ გამოდიოდა. ასე აშკარად რომ არ ერეოდნენ სახელმწიფო სტრუქტურები რაგბიში, ყველაფერი უფრო კარგად ლაგდებოდა. ამხელა ყურადღება, ამხელა ზეწოლა რაგბიზე არასოდეს ყოფილა. 

რაგბის კავშირს არ ჰქონდა ფული, მაგრამ როგორც კი გოჩა სვანიძე გადადგა ერთი თვის წინ, სახელმწიფოსგან წამოვიდა დაფინანსება ეს არის ფაქტი - რატომ მოხდა ასე ნამდვილად არ ვიცი. ამაზე პასუხი ვინმემ უნდა გასცეს,"- განაცხადა ბესო ჯანჯღავამ.

დღის ამბები