26 სექტემბერი 2020,   08:15
ვრცლად
ხმაური დადიანის ქუჩაზე - "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გააპროტესტეს

ხმაური დადიანის ქუჩაზე - "ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა საკუთარი საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა გააპროტესტეს. მათი თქმით, პლაკატები სამშენებლო ღობეზე იყო გაკრული, რომელიც "ოცნების" შემომწირველების მშენებლობას ესაზღვრებოდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, სწორედ "ოცნების" მხარდამჭერმა დახია პლაკატები.

"ხელისუფლების დავალებით გამოვიდა და სააგიტაციო მასალა სამშენებლო ღობეზე მთლიანად გაანადგურა. ამას არ დაჯერდა და დაემუქრა იმ ახალგაზრდებს, ვინც აკრავდა ამ სააგიტაციო მასალას ფიზიკური ანგარიშსწორების, მათ შორის - იარაღის გამოყენებით. ეს სამშენებლო კომპანია წარმოადგენს კახა კალაძის კლანს, მილიონებს აკეთებენ,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

დღის ამბები