25 სექტემბერი 2020,   01:33
ვრცლად
ბელარუსში მასშტაბური პროტესტი კვლავ დაკავებებით გრძელდება, მინსკში მობილიზებულია სპეცტექნიკა

ბელარუსის დედაქალაქსა და სხვა დიდ ქალაქებში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტები ხუთგზის პრეზიდენტის მეექვსედ პრეზიდენტობას აპროტესტებენ, მის გადადგომას და რეფორმების გატარებას მოითხოვენ.

პროტესტი კვლავ სამართალდამცველებთან შეტაკებებით და აქციის მონაწილეების დაკავებებით გრძელდება.

მინსკში მობილიზებულია სპეცტექნიკა. ევროკავშირი ბელარუსს დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

საპროტესტო აქციები ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ცესკოს მონაცემებით, კვლავ ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.

დღის ამბები