25 სექტემბერი 2020,   00:56
ვრცლად
მირიან ნიკოლაძის მოსაზრებით, შაქარაშვილის საქმის მასალების კონფიდენციალურობა საგამოძიებო მოქმედებებისთვის არის მნიშვნელოვანი

გამოძიების მოთხოვნას გაუთქმელობის შესახებ მოკლული გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გამოეხმაურა.

ნიკოლაძის მოსაზრებით, შესაძლოა ამ მასალების კონფიდენციალურობა საგამოძიებო მოქმედებების ხელშეწყობისთვის არის მნიშვნელოვანი.

"გაუთქმელობის ხელწერილი, მე ვერ გეტყვით, ეს გამოძიების გადასაწყვეტია. ჩვენს ჭკუაზე და მითითებებზე არავინ დადის. სიმართლე გითხრათ, მეც გადმოცემით გავიგე ადვოკატებისგან, რომ გაუთქმელობის ხელწერილი დაუდიათ.

მკვლელობის საქმე რადგან ცალკე გამოყვეს, შედარებით უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ან სურთ, რომ რაღაც მასალები იყოს მხოლოდ გამოძიებისთვის ჩაკეტილ რეჟიმში. ზუსტი მიზეზი არ ვიცი, ეს ჩემი ვარაუდია," - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ. 

დღის ამბები