25 სექტემბერი 2020,   01:04
ვრცლად
ე.წ. სვანეთის კლასტერიდან 9 ინფიცირებული ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, მათგან 4 ბავშვია

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 9 ახალი პაციენტი დაემატა. კლინიკის ექიმის თემურ ნადირაძის განცხადებით, ცხრავე პაციენტი ე.წ. სვანეთის კლასტერიდანაა.

პაციენტები ამ დროისთვის კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში იმყოფებიან და მათ შესაბამისი გამოკვლევები უტარდებათ.

"9 პაციენტი გადმოიყვანეს სვანეთიდან, მათგან 4 ბავშვია. ამ დროისთვის, ყველა მათგანს უტარდება გამოკვლევები "- განაცხადა ნადირაძემ.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 12​ კოვიდინფიცირებული პაციენტი რჩება.

დღის ამბები