25 სექტემბერი 2020,   00:45
ვრცლად
"ქართულ ოცნება" 33% -"ნაციონალური მოძრაობა" 16% - IRI-ს ახალი კვლევა

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 33% ფიქრობს, რომ მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა.

ამავე კვლევის მიხედვით, 16% მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს, "ევროპულ საქართველოს"- 5%, "სტრატეგია აღმაშენებელს"- 3%, პატრიოტთა ალიანსს 3%, "ლეიბორისტულ პარტიას", პარტია "ლელოსა" და "გირჩს" მხარს მოსახლეობის 2% დაუჭერს.

კვლევა ჩატარდა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4 ივნისი - 2 ივლისის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით.

შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. 

დღის ამბები