25 სექტემბერი 2020,   00:42
ვრცლად
ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო

მესტიის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე კი ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს, მედიკოსები კი მესტიის მუნიციპალიტეტში შესულ და გამოსულ ადამიანების თერმოსკრინინგს უტარებენ.

"პოლიცია სვანეთის რეგიონში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განაგრძობს. მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა. ზუგდიდი-მესტიის გზაზე ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია დაავადებათა კონტროლის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეების აღრიცხვას აწარმოებს. აგრეთვე მიმდინარეობს შემოსული და გასული მოქალაქეების თერმოსკრინინგი," - განაცხადა შსს წარმომადგენელმა.

დღის ამბები