24 სექტემბერი 2020,   21:43
ვრცლად
ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი და ლამაზი მუნიციპალიტეტია, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება - კახა კალაძე

მმართველი გუნდის მიერ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას, მოსახლეობას პოლიტიკურმა ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. თავდაცვის მინისტრმა შესავალ სიტყვაში შინდისის ტრაგედია გაიხსენა. 

"12 წლის წინ, შინდისის გმირებმა სამაგალითო თავგანწირვა გვაჩვენეს. მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ და ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი მაშინდელი პრეზიდენტი, რომელიც დღესაც გვეცხადება, როგორც ყველაზე დესტრუქციული პოლიტიკური ძალის ლიდერად, ყველამ მიწაზე გართხმული ვიხილეთ. უნდა შევახსენოთ მოსახლეობას თუ რა მტრულ ძალასთან გვქონდა საქმე," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ლაგოდეხში იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძეც. მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ლაგოდეხს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მხარეა სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა სჭირდება. 

"ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ქვეყანაში სიმშვიდის, სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტია. ლაგოდეხი ერთ-ერთი ყველაზე მოსავლიანი და ლამაზი მუნიციპალიტეტია. სახელმწიფოს მხრიდან ამ პოტენციალის ათვისებას ხელშეწყობა სჭირდება, რაც ჩვენი ვალია და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, თქვენი მაჟორიტარი კანდიდატის ძალისხმევით ამას აუცილებლად შევძლებთ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გამარჯვებას მივაღწიოთ. ერთად, საქართველოს წარმატებისთვის" - აღნიშნა კახა კალაძემ. 

"ქართული ოცნება" მოსახლეობასთან შეხვედრას განაგრძობს. 

დღის ამბები