22 სექტემბერი 2020,   18:48
ვრცლად
"ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით" - მიხეილ რამიშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა

თამარ ბაჩალიაშვილების ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში დაიბარეს. თითქმის სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპერტებმა გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის სოციალური ქსელები ჯერ ვერ გახსნეს.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა, რადგან ვერცერთი კოდი ვერ მოერგო.

ოჯახის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის დამუშავებაც.

"სოციალური ქსელი, ფეისბუქი, ჯიმეილიიუთუბი - ვერც ერთ სისტემაში ვერ შევედით. სამსახურეობრივი იმეილიც იყო, რომლის კოდიც 7 დღის უკან იყო შეცვლილი. ვერსად ვერ შევედით. ერთი ფეისბუქის გვერდი, რომელიც გაუქმდა და გაქრა, მეორე არსებობდა, რომელშიც ვერ შევედით, ვერანაირი კოდი ვერ მოერგო, ვერ გაიხსნა და ამიტომ, მიმდინარეობს ახლა მუშაობა იმაზე, რომ დავადგინოთ, საერთოდ როგორ ხდება, რატომ არ მოერგო," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

 

დღის ამბები