27 სექტემბერი 2020,   14:30
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მცხეთაში წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს - არასრულწლოვნები შენობაში უკვე შეიყვანეს

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამ წუთებში მცხეთის რაიონულ სასამართლოში მეორე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. საბადრაგე სამსახურმა არასრულწლოვნები შენობაში უკვე შეიყვანა.

ადვოკატები მოსამართლე სოფიო ლეჟავას გადაწყვეტილებას ელოდებიან. მოსამართლემ დღეს უნდა თქვას, დარჩება თუ არა საქმეში გურამ ამირხანაშვილისა და ვახო ახვლედიანის მიცემული ჩვენებები. არასწრულწლოვნების ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული მოწმეების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია. 

ასევე ადვოკატები ითხოვენ საქმეში დარჩეს ის ვიდეო მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, რომლის ამოღების შუამდგომლობა გასულ სხდომაზე პროკურატურამ დააყენა.

კონკრეტულად რომელ ჩვენებებზე და ვიდეო მასალებზეა საუბარი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ საუბარი 18-19 ივნისს ამოღებულ ვიდეოზეა, რომელიც მცხეთასა და თბილისშია ამოღებული.

ფოტოების ავტორი: ნიკოლოზ ურუშაძე

დღის ამბები