25 სექტემბერი 2020,   00:54
ვრცლად
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი 5-9 აგვისტოს მდინარე ენგურზე ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტს გახსნის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვარს ხსნის. ამის შესახებ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

"აფხაზეთი ორგანიზებას უწევს ჰუმანიტარულ დერეფანს საქართველოში დროებით დარჩენილი მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების დაბრუნების მიზნით, 2020 წლის 5-9 აგვისტოს პერიოდში ენგურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადასვლა განხორციელდება 09:00 საათიდან 19:00 საათამდე," - ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ყველა გადამსვლელი სამედიცინო-სანიტარულ კონტროლს გაივლის.

დღის ამბები