25 სექტემბერი 2020,   01:44
ვრცლად
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. პროცესი დღეს ცენტრის ხელმძღვანელმა შეაჯამა. გამოცდიდან მოიხსნა 3 აბიტურიენტი და 1 მასწავლებელი მობილური ტელეფონისა და დამხმარე მასალის აღმოჩენის გამო. გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

"პირველი ეტაპი დასრულებულია, ახლა არის მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც მოიცავს ნაშრომების გასწორებას, აპელაციების პროცესს, საბოლოო შედეგების გამოცხადებას. ჩვენ უკვე გამოცდების პარალელურად დავიწყეთ შედეგების გამოცხადება აბიტურიენტებისთვის. ვიცი, რომ ყველაზე მეტი აბიტურიენტი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგებს ელოდება, იმიტომ, რომ ყველაზე მეტი რაოდენობა ნაშრომის სწორედ აქ გვაქვს და აბიტურიენტებს მინდა ვუთხრა, რომ დღეიდან ისინი უკვე შეძლებენ თავისი შედეგების ნახვას ქართულ ენასა და ლიტერატურაში," - აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე.

დღის ამბები