22 სექტემბერი 2020,   17:50
ვრცლად
ჩვენი პოზიციები და საქმიანობა, პარტნიორების რჩევებთან და მოწოდებებთან არის აბსოლუტურ თანხვედრაში - ირაკლი ბერაია კონდოლზა რაისის განცხადებაზე

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებას, სადაც მან განაცხადა, რომ ყველაფრის მიუხედავად საქართველოს დემოკრატია გადარჩა, რაც კარგის ნიშანია, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ეხმაურებიან.

როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, ხელისუფლების პოზიციები და საქმიანობა,  პარტნიორების რჩევებთან და მოწოდებებთან აბსოლუტურ თანხვედრაშია.

"რასაკვირველია ჩვენი პოზიციები და ჩვენი საქმიანობა, პარტნიორების რჩევებთან და მოწოდებებთან არის აბსოლუტურ თანხვედრაში, მიუხედავად ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხისა, მიუხედავად ოკუპაციისა, ჰიბრიდული კამპანიისა და მასშტაბური გამოწვევებისა, რომელსაც ახორციელებს ჩვენი სუვრენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ საოკუპაციო ძალა, საქართველო ძალიან წარმატებით აძლიერებს საკუთარ დემოკრატიას.

რუსეთის აგრესიული ქმედებების შეკავება აუცილებელია, ამ მიმართულებით აუცილებელია, ნატოს მოკავშირეებმა, საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო გააძლიეროს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა," - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

დღის ამბები