27 სექტემბერი 2020,   14:53
ვრცლად
საქართველომ საკუთარი დემოკრატია თვითონ უნდა ააშენოს - კონდოლიზა რაისი

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, კონდოლიზა რაისი, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ბევრი ფაქტორის მიუხედავად, საქართველო გადარჩა და ეს კარგის ნიშანია.

თავისივე განცხადებაში კონდოლიზა რაისი ამბობს, რომ საქართველომ საკუთარი დემოკრატია და ეკონომიკა თავად უნდა ააშენოს, ამ პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობას კი მხოლოდ დახმარება შეუძლია.

"საქართველოზე იმას ვიტყვი, რასაც ქართველებს მაშინ ვეუბნებოდი, ისევე როგორც უკრაინელებს და სხვებს, რომ შესაძლოა საერთაშორისო გარემოებები ძალიან ხელსაყრელი არ არის, მაგრამ საკუთარი ქვეყანა თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი დემოკრატია თქვენ უნდა ააშენოთ. საკუთარი ეკონომიკა თქვენ უნდა ააშენოთ. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი წესები და კანონები ეკონომიკური განვითარებისთვის. საერთაშორისო სისტემას შეუძლია დაგეხმაროთ, მაგრამ ყველაფერი იწყება შინ, კარგი მმართველობით. ქართულ დემოკრატიას საკუთარი აღმასვლა და დაღმასვლები ჰქონდა, მაგრამ ის გადარჩა. ვფიქრობ, ეს კარგია და კარგის ნიშანია,"- განაცხადა კონდოლიზა რაისმა.

დღის ამბები