27 სექტემბერი 2020,   15:32
ვრცლად
საქართველოში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა დაიწყება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დაახლოებით 10 დღეში ქვეყანაში კორონავირუსზე მასშტაბური კვლევა დაიწყება, რომელმაც უნდა მოგვცეს ინფორმაცია, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ეს ვირუსი.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმის შემუშავება კორონავირუსის მეორე, მესამე და მეოთხე ტალღებისთვის

"ჩვენ ვმუშაობთ სერიოზულ გეგმაზე, ეს არის ე.წ. ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის გეგმა მეორე, მესამე და შემდგომი ტალღებისთვის, ძირითადად შემოდგომის და იქ გათვალისწინებულია ძალიან ბევრი ნიუანსი - როგორც ეპიდზედამხედველობა, ტესტირება, ჰოსპიტლების მზადყოფნა, პირველადი ჯანდაცვის მზადყოფნა, კვლევები და ა.შ. იქ ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ რადგან ბაზრობები გახლავთ საკმაოდ დიდი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსახლეობის მობილობა სერიოზულად იზრდება, რომ გარკვეული რანდომული კვლევები ჩავატაროთ.

ახლა ვემზადებით ქვეყანაში დიდი კვლევისთვის, სეროპრევალენტობის კვლევისთვის, რომელიც ალბათ სადღაც 10 დღეში დაიწყება, რომელმაც უნდა მოგვცეს ინფორმაცია ქვეყანაში დაახლოებით რამდენმა ადამიანმა გადაიტანა და რა არის ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები