27 სექტემბერი 2020,   14:26
ვრცლად
პარტია "მოქალაქეები" წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს - საბურთალოზე ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია იმართება

წინასაარჩევნო კამპანიას დღეიდან ოფიციალურად იწყებს პარტია "მოქალაქეები". ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია დღეს საბურთალოზე იმართება. ელისაშვილი შეკრებილ საზოგადოებას "ტფილისის ჰამქრის" წევრმა, კულტუროლოგმა ცირა ელისაშვილმა წარუდგინა.

მოძრაობა "მოქალაქეების" ლიდერის თქმით, იმისთვის რომ ქვეყანა წინ წავიდეს და საქართველოს მოქალაქეებმა ღირსეულად იცხოვრონ, აუცილებელია, რომ პოლიტიკაში იყვნენ წესიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები:

"გვინდა, ისეთი საქართველო ავაშენოთ, ბოლოს და ბოლოს, სადაც თითოეული ჩვენგანი ვიცხოვრებთ ღირსეულად. რა გახდა ასეთი საქართველოს აშენება? არ დავიმსახურეთ? ხომ შეიძლება რომ მივიღოთ ხარისხიანი განათლება, ამ განათლების მიხედვით ვიშოვოთ ღირსეული სამსახური, გქონდეს ნორმალური შემოსავალი, რომ ბავშვების და ჩვენს მომავალზე არ ვდარდობდეთ... ეს იქნება მაშინ, როდესაც პარლამენტშიც, მთავრობაშიც და ზოგადად პოლიტიკაშიც იქნებიან წესიერი, კვალიფიციური და პატიოსანი ადამიანები, რომლებისთვისაც სხვების გასაჭირი იქნება, საკუთარი პრობლემა," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები