27 სექტემბერი 2020,   14:00
ვრცლად
ბესარიონ ჟვანია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

ბესარიონ ჟვანია მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

დაცვის მხარემ 50 000 ლარის გირაოს შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა. 

პროცესს თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ის ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

სხდომას დაკავებულის დედაც მივიდა, რომელიც კატეგორიულად უარყოფს დაზარალებულ მხარესთან სავარაუდო მორიგების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

შეგახსენებთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შვილს ბესარიონ ჟვანიას პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წაუყენა. პროცედურა ღამის 10 საათისთვის საავადმყოფოში შედგა, სადაც ბრალდებული მკურნალობდა. ვინ დაჭრა ის მუცლის არეში - ამაზე არავინ საუბრობს.

დღის ამბები