30 სექტემბერი 2020,   01:50
ვრცლად
"გირჩი" მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ არის წარდგენილი, მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს

ახალი პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" განცხადებით, მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ოპოზიციის ერთიანი კანდიდატი არ არის წარდგენილი, პარტია ოლქებში მაჟორიტარობის კანდიდატებს დააყენებს - ამის შესახებ განცხადებას თავად "გირჩი" ავრცელებს.

"ჩვენ მაჟორიტარების წარდგენისთვის ვემზადებით. როგორც იცით, "გირჩმა" ერთიან ოპოზიციურ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ ოპოზიციისთვის საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმების მიღწევაში ხელი არ შეეშალა. 

ვინაიდან და რადგანაც საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმება თბილისს გარეთ, 22 რეგიონალურ ოლქში ვერ შედგა, გაუგებრად მიგვაჩნია, რატომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი კანდიდატები ამ შეუთანხმებელ ოლქებში. 

პირველ ეტაპზე გვაინტერესებს, რამდენ თქვენგანს და რომელ ოლქში სურს, საკუთარი კანდიდატურის დაყენება," - აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები