25 სექტემბერი 2020,   01:18
ვრცლად
"ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!" - გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილს პასუხობს

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას პასუხობს.

ვაშაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: - "ჩვენ ვართ ის ძალა, ვინც გაიმარჯვებს ბნელ მხარეზე!"

მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ვაშაძე გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ყოფილი თანამებრძოლი ბნელ მხარეს გადავიდა. სააკაშვილი ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრის დროს აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნები ერთპიროვნულად უნდა მოიგოს. ის დარწმუნებულია, რომ პარტია გავა პირველ ადგილზე და მთლიანად შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას. სააკაშვილი საუბრობს თანამშრომლობის აუცილებლობაზე ყველასთან, ვინც არ თამაშობს ივანიშვილის თამაშს.

ყოფილი პრეზიდენტის აზრით, საჭიროა კოალიცია არა პარტიებთან, არამედ საზოგადოებასთან.

დღის ამბები