25 სექტემბერი 2020,   00:19
ვრცლად
"თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის მორიგი პერფორმანსი - გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს და ჯაჭვს უგზავნის

გოგი წულაია ბიძინა ივანიშვილს ბოქლომს და ჯაჭვს უგზავნის და ქუთაისის დაბოქლომებას ურჩევს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარემ მორიგი პერფორმანსი ქუთაისის ახალ საერთაშორისო უნივერსიტეტთან გამართა.   

წულაია აცხადებს, რომ იქ, სადაც სექტემბრიდან სტუდენტებმა უნდა ისწავლონ, დღემდე ჭაობი არ დაუშრიათ. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ ივანიშვილმა საპარლამენტო ქალაქის მიზანმიმართულად გაძარცვა. მისი თქმით, არაფორმალურმა მმართველმა ქუთაისს პარლამენტი, მთავრობის სახლი, სემეკი, საავტომობილო დეპარტამენტი, კონტროლის პალატა  წაართვა და ჭაობთან მდებარე უნივერსიტეტის იმედად დატოვა და განვითარების პერსპექტივა ჩაუკეტა.

დღის ამბები