26 სექტემბერი 2020,   11:46
ვრცლად
დიდი სცენა რუსთავი 2-ის ეთერში 22:00-ზე დაიწყება - დღეს გაირკვევა ვინ გამოეთიშება ორი აუთსაიდერიდან პროექტს

"რუსთავი 2-ის" ყველაზე მუსიკალური, ინოვაციური და გრანდიოზული პროექტი "დიდი სცენა" მე-5 ცოცხალი კონცერტის სამზადისშია.

ამ ტურის რეპერტუარზე გიორგი ცაგარელმა იმუშავა. გიორგის ტური მთლიანად თანამედროვე ქართველი შემსრულებლების სიმღერებს მოიცავს.

დღევანდელ ლაივ კონცერტზე გაირკვევა, ვინ გამოეთიშება პროექტს 2 აუთსაიდერისგან. "დიდი სცენა" "რუსთავი 2 -ის" პირდაპირ ეთერში ზუსტად 22 საათზე დაიწყება.

მონაწილეები თვლიან, რომ დღევანდელი ტური ყველასგან განსხვავებული იქნება.

დღის ამბები