11 აგვისტო 2020,   19:46
ვრცლად
წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" ხანძარია

წინანდალში, სასტუმრო "რედისონში" ხანძარია. ცეცხლი სასტუმროს ტერიტორიაზე დახლოებით 1 საათის წინ გაჩნდა.

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით დამწვარია ოთხი ერთეული ფართი. მისივე თქმით პირველადი მონაცემებით, ხანძარი ორთქლის აბაზანაში, ე.წ. საუნაში გაჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსხურის ინფორმაციით ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი დაკვამლიანების გამო განხორციელდა "რედისონის" პერსონალისა და სტუმრების ევაკუცაია.

გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლის ჩაქრობითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები