11 აგვისტო 2020,   20:53
ვრცლად
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის დოკუმენტს საგარეო უწყებაში ეხმაურებიან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ეხმაურება, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ 132 025 000 აშშ დოლარიდან, რომელიც ვაშინგტონმა საქართველოს გამოუყო, 15 %-ზე წვდომა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ანგარიშს დადებს აშს-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს მთავრობის ნაბიჯებზე.

"დოკუმენტს საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი აქვს შემუშავების და მიმდინარე ეტაპზე ძალზედ არასწორი იქნება იმის განსაზღვრა, თუ საბოლოო ჯამში რა ფორმას მიიღებს, მით უმეტეს, იმ პროცესების ფონზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცების მიმართულებით," - აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.

დღის ამბები