09 აგვისტო 2020,   00:58
ვრცლად
ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკუთარი კაბინეტი დაცალა

სამოქალაქო მოძრაობა "ხალხისთვის" დამფუძნებელმა ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საკუთარი კაბინეტი დაცალა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

როგორ დოლიძე ამბობს, ბრძოლა, რომელიც მან წლების განმავლობაში გაიარა, ახლა ერთ ყუთში თავსდება. მისი განმარტებით, სამართლიანობისთვის ბრძოლას ის ახლა უკვე სხვა სივრციდან გააგრძელებს.

"შეიძლება ვიღაცისთვის ეს თანამდებობა მართლა იყოს ტკბილი ლუკმა. ერთი სული აქვთ ახლა აქედან მე გავიდე და სასწრაფოდ ვინმე შემოვიდეს ამ კაბინეტში. სინამდვილეში, ყველა თანამდებობა დაიყვანება იმ საქმემდე, რომელიც ადამიანს იქ გაკეთებული აქვს. ძალიან ადვილად დავტოვე ეს თანამდებობა, იმიტომ, რომ არ გადამექცია ვიღაცისთვის ეს ცირკად," - განაცხად ანა დოლიძემ.

დღის ამბები