01 ოქტომბერი 2020,   05:44
ვრცლად
საგამოძიებო უწყებებმა არცერთი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვონ, ამის მძიმე გამოცდილება გვაქვს - პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე

იყო თუ არა პოლიციელების მხრიდან გულგრილობა გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით - თემაზე დღეს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებებმა ამ საქმესთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა დატოვონ.

"სამწუხაროა, რომ ეს რთული პრობლემა ვერ გადავლახეთ და ადამიანის ტრაგედიებს ხშირ შემთხვევაში ცდილობენ, რომ პოლიტიკური კონიუნქტურისთვის გამოიყენონ. ეს თემა დავხურეთ. ეს რომ არ მოხდეს, შესაბამის საგამოძიებო უწყებებს აქვთ პირდაპირი ვალდებულება ჩვენი საზოგადოების წინაშე, უმოკლეს ვადებში არ დატოვონ არცერთი კითხვის ნიშანი. მე პირადად და ჩვენ ამის ძალიან მძიმე გამოცდილება გვაქვს და ამის გაკვეთილი უნდა ვისწავლოთ. უახლოეს საათებში და დღეებში ყველა დასმულ კითხვას შესაბამისმა უწყებებმა პასუხი უნდა გასცენ," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ დაპირისპირებისას გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა გიორგი შაქარაშვილი. ჯერჯერობით დაუდგენელია ის მოკლეს თუ დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით გაქცევისას უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. იმ მოწმის ჩვენებიდან, რომელმაც ადგილზე პოლიცია გამოიძახა, ჩანს, რომ სამართალდამცავები ადგილზე მაშინ მივიდნენ, როდესაც დაპირისპირება უკვე დასრულებული იყო და მიუხედავად იმისა, რომ მათ კონფლიქტის შესახებ ინფორმაცია ქონდათ, დეტალების გარკვევა არ უცდიათ.

დღის ამბები