12 აგვისტო 2020,   01:01
ვრცლად
ეს კომპრომისი საქართველოს საარჩევნო პროცესების მიმართ უფრო მეტ ნდობას გამოიწვევს - Freedom House საარჩევნო რეფორმების დამტკიცებაზე

საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმების დამტკიცებას Freedom House მიესალმება.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ რელიზში ნათქვამია, რომ ეს კომპრომისი გამოიწვევს უფრო მეტ ნდობას საქართველოს საარჩევნო პროცესების მიმართ.

"ეს მნიშვნელოვანი კომპრომისი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის გამოიწვევს უფრო მეტ პოლიტიკურ პლურალიზმს და ნდობას საქართველოს საარჩევნო პროცესების მიმართ. ეს მიღწევა ასევე ასახავს საქართველოს საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წვლილს რეფორმირების მოთხოვნით მრავალწლიან კამპანიაში,"- ნათქვამია განცხადებაში.
 

დღის ამბები