09 აგვისტო 2020,   00:23
ვრცლად
აბიტურიენტებს გამოცდის წერის პროცესში პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ინფორმაციით, ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. 

"აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად უნდა მივიდეს პირბადით თავის საგამოცდო ადგილზე, დაჯდეს მერხთან, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერით, გამოცდის ჩაბარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა, რომ პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, ფანჯრები ყველგან უნდა იყოს ღია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა აიწევს 30 გრადუსამდე, ნებადართული იქნება კონდიციონერის ჩართვა.

"ეს რეკომენდაციები მიღებული გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდანაც და ჩვენ შეძლებისდაგვარად სრულ კომფორტულ გარემოს შევუქმნით ჩვენს აბიტურიენტებს იმისათვის, რომ მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და წარმატებით ჩააბარონ ეს გამოცდები, რომ შემდგომ გააგრძელონ განათლების მიღება უმაღლეს სასწავლებლებში,"- განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები