09 აგვისტო 2020,   00:40
ვრცლად
"აირზენას" მოვუწოდებ შეწყვიტოს შეუთანხმებელი ქმედებები - ნათია თურნავა

ავიაკომპანია "აირზენა" სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან შეუთანხმებელ რეისებს გეგმავს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ისაუბრა.

ნათია თურნავას განცხადებით, "აირზენა" ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთებს შეუთანხმებლად ყიდის. იმისთვის, რომ მოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემები, მინისტრის განცხადებით, მათ ბილეთები მხოლოდ იმ რეისებზე უნდა შეიძინონ, რომელთა განრიგიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ვებგვერდებზე ოფიციალურად არის გამოქვეყნებული.

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ "აირზენა" ყიდის ზოგიერთ მიმართულებაზე ბილეთს ისე, რომ ეს ჩვენთან არ არის შეთანხმებული და ჩვენს საიტზე მოყვანილ რეისებში არ ფიგურირებს ეს მიმართულებები. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან არასწორი ქმედება, რადგან ადამიანები შემდეგ საკმაოდ რთულ ვითარებაში ვარდებიან, როდესაც ბილეთები საკმაოდ მაღალი ფასი ღირს. მოვუწოდებ, როგორც ავიაკომპანია "აირზენას", შეწყვიტოს ასეთი შეუთანხმებელი ქმედებები, ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომ იხელმძღვანელოს მხოლოდ იმ ჩამონათვალით, რაც ჩვენს საიტზეა განთავსებული," - აცხადებს ნათია თურნავა.

დღის ამბები