09 აგვისტო 2020,   01:02
ვრცლად
თემა ჩემთვისაც პირადად მნიშვნელოვანია, რადგან ჩემი შვილიც აბიტურიენტია - ეკატერინე ტიკარაძე გამოცდებზე პირბადეების გამოყენების საკითხზე

მოიხმარენ თუ არა პირბადეებს აბიტურიენტები გამოცდების დროს - ეს საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყება განათლების სამინისტროსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ მიმართულებით ისინი აბიტურიენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას გეგმავენ.

"ეს თემა ჩემთვისაც პირადად ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩემი შვილიც არის აბიტურიენტი. აქედან გამომდინარე, არა მხოლოდ როგორც მინისტრი და ამ საქმის უშუალო კურატორი ვარ ჩართული ამ თემატიკაში. ჩვენ ვაწარმოებთ კონკრეტულ მოლაპარაკებებს დღესდღეობით განათლების სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ბავშვებისთვის მაქსიმალურად კომფორტული, მაგრამ უსაფრთხო გარემო. ალბათ, უმოკლეს დღეებში, ეს იქნება ხვალ და ზეგ, გავაკეთებთ უკვე კონკრეტულ განაცხადს ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები