30 ოქტომბერი 2020,   03:17
ვრცლად
"გირჩმა" საარჩევნო კამპანია დაიწყო - ზურაბ ჯაფარიძემ პირველი შეხვედრა ფოთში გამართა და მოსახლეობას პოლიტიკურ გეგმები გააცნო

"გირჩმა" საარჩევნო კამპანია დაიწყო - ზურაბ ჯაფარიძემ პირველი შეხვედრა ფოთში გამართა და მოსახლეობას პოლიტიკურ გეგმები გააცნო. სასამართლო და განათლების სისტემის რეფორმა, სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების მოსახლეობისთვის გადაცემა - ეს ის საკითხებია, რომელზეც "გირჩის" ლიდერმა ყურადღება გაამახვილა. ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე "გირჩს" საარჩევნო უბნებზე წარმომადგენლები ეყოლება, რათა საკუთარი ხმების დაცვა შეძლონ.

"გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის გატანაც გვინდა მომავალ პარლამენტში. ეს არის ერთი - სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების დარიგება მოსახლეობაზე თანაბრად, ეს არის ყველაზე სწრაფი გამდიდრების გზა ჩვენი აზრით. მეორე ეს არის გადასახადების დაწევა და ერთი გადასახადის ქვეყანა.

ამას გარდა გვაქვს შეთანხმება ოპოზიციურ პარტიებთან, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას და შეთანხმება გვაქვს კონკრეტულად იმასთან დაკავშირებით როგორი უნდა იყოს სასამართლო რეფორმა საქართველოში არჩევნების შემდეგ და გარდა ამისა გვაქვს განათლებასთან დაკავშირებით ხედვა, რომ კერძო საგანმანათლებლო სტრუქტურები გათავისუფლდნენ სახელმწიფო რეგულაციებისგან," - განაცხადა "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ.  

 

დღის ამბები