25 ივლისი 2021,   19:09
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა მექსიკაში - 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგის შემდეგ ცუნამის ელოდებიან

მექსიკაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - "ევრონიუსის“ ინფორმაციით, სიმძლავრემ 7.4 მაგნიტუდა შეადგინა.

სეისმოლოგების ცნობით, ძლიერი და საშუალო სიმძლავრის რყევა ორმა მილიონმა ადამიანმა იგრძნო.

მიწისძვრის შემდეგ ქვეყანაში ინტერნეტის მიწოდებაც შეფერხდა.

აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ადმინისტრაცია ცუნამის საფრთხის შესახებ იუწყება - სტიქიას ოჰაკას სანაპიროსთან ელოდებიან.

დღის ამბები