25 ივლისი 2021,   20:22
ვრცლად
ის მილიონერია, მე პროლეტარი - რა საერთო აქვს ალეკო ელისაშვილს მამუკა ხაზარაძის პარტიასთან

ალეკო ელისაშვილი "ლელოსთან" კონსულტაციებს ადასტურებს. როგორც ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერში" განაცხადა, ამ პოლიტიკური პარტიის გამორჩევა იმ პრინციპით მოხდა, რომ როგორც მისთვის, ასევე ამ პარტიისთვისაც ერთნაირად მიუღებელია, როგორც "ქართული ოცნება", ასევე "ნაციონალური მოძრაობაც".

"მარტო "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" არაა ამ ქვეყნის ბედისწერა, მარტო მათ ჭიდაობას, ზიზღს და სიძულვილს არ უნდა გადაყვეს ქვეყანა. უნდა ვლაპარაკობდეთ განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ამბროლაურის გირჩებზე და რაც ამ ქვეყანას წინ წაიყვანს. ვერ ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მარტო ესენი ღრნიან ერთმანეთს. "ლელო" არის გაცხადებულად და დეკლარირებულად ის ძალა, რომელიც ამბობს, რომ არც "ნაციონალური მოძრაობა" მინდა, არც "ქართული ოცნება", ეს გვაქვს ჩვენ საერთო, თორემ მე და მამუკა ხაზარაძეს რა გვაქვს საერთო, ის მილიონერია, მე პროლეტარი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა კომენტარი "გირჩზეც" გააკეთა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა რომ პარტია "გირჩის" ზოგიერთი იდეა მისთვის, არა მარტო მიუღებელი, არამედ აღმაშფოთებელიცაა, ეს პოლიტიკური მოძრაობა გულწრფელობისთვის და წესიერებისთვის მოსწონს. ელისაშვილის თქმით, "გირჩელები არ მაიმუნობენ".

დღის ამბები