25 ივლისი 2021,   18:59
ვრცლად
ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, უგულავასავით ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველოს" წევრს გიგი უგულავას უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ელისაშვილი "საკუთარი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავს" და თბილისის მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით თავისი პარტიისთვის 2 ადგილს "ევაჭრებოდა."

ელისაშვილმა არ უარყო, რომ მსგავსი პოზიცია ჰქონდა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს პოზიცია მას საკუთარი პარტიის რესურსიდან გამომდინარე ჰქონდა და ვაჭრობას ადგილი არ ჰქონია.

"რა მაგარი რაღაც თქვა არა - იმხელა ცხვირი აქვს, რომ თავისი ცხვირის იქით ვერაფერს ხედავსო. ვიცი, რომ ძალიან დიდი ცხვირი მაქვს, დიდი ცხვირი არაა პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის მთავარი, თორემ ცხვირის ზომას არ აქვს მნიშვნელობა. მდაბიოობაა, ადამიანის ფიზიკურობაზე მინიშნება, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი მდაბიური საქციელი არ მიკვირს.

მე რა მინდა დავამკვიდრო პოლიტიკაში - რაც ჩვეულებრივ ცხოვრებაში მიუღებელი და სამარცხვინოა, ის მით უფრო სამარცხვინო უნდა იყოს პოლიტიკაში. როდესაც, მთხოვ, შემხვდი, როდესაც მწერ, მირეკავ (მის თანაგუნდელებს ვგულისხმობ), რომ იქნებ შევთანხმდეთ, მაჟორიტარებზე გვინდა შენი აზრი გავიგოთ, როდესაც მხვდები და ჩემი აზრი გაინტერესებს, მერე ამაზე რატომ ჭორაობ და რატომ გამოგაქვს?! მაჟორიტარებთან დაკავშირებით ძალიან ბევრ პოლიტიკოსთან მქონდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ლაპარაკს ვინ დამიშლის, მით უმეტეს, როცა შენ მთხოვ და შენი ინიციატივითაა შეხვედრა, მერე ამაზე ჭორაობა პოლიტიკოსოობაა, კაცობაა, მოქალაქეობაა?! ეს არის გულისამრევი და ამას აკეთებენ, ამით არიან დაკავებულები.

ღმერთმა დამიფაროს გიგი უგულავას რაიმე ვევაჭრო. რაოდენობასთან დაკავშირებით მე ვთქვი, რომ ჩვენი რესურსიდან გამომდინარე, სულ მცირე, ორ ოლქს მოვიგებთ, როგორც ვხედავთ-მეთქი,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები