25 ივლისი 2021,   19:51
ვრცლად
გაჩნდება თუ არა დიდუბის ბაზრობის კლასტერი - ინფიცირებული მოვაჭრის კონტაქტების ძებნა გრძელდება

დღეს პირს, რომელიც მცხეთის ავტოსადგომის ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობდა, COVID-19 დაუდასტურდა. ინფიცირების წყარო უცნობია, ჭირს კონტაქტების მოძიებაც. მიუხედავად ამისა, ბაზარს ფუნქციონირება არ შეუწყვეტია. ადგილზე სამუშაოები არც შესაბამის სამსახურებს ჩაუტარებიათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ქალი ბაზარში რამდენიმე დღეა, არ გამოჩენილა.

დაუდგენელი კლასტერის ინფიცირებულ ქალს ვირუსის სიმპტომები ყარაჯალაში გამოუვლინდა. მან თვითდინებით თელავის საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურათა და ორმხრივი პნევმონიით მიმართა. მალევე კორონავირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სოფელში დღეს "კურიერს" უყვებოდნენ, რომ ქალი ყარაჯალაში იშვიათად ჩადიოდა და დიდი ხანია, არავის უნახავს. როგორც ირკვევა, ამ დრომდე ცნობილია მხოლოდ 3 კონტაქტის შესახებ, რომლებიც მისივე ოჯახის წევრები არიან.

დღეს COVID-19 კიდევ ორ ადამიანს აღმოაჩნდა. ორივე შემთხვევა საკარანტინო ზონაში გამოვლინდა. სომხეთიდან ჩამოსული სტუდენტები ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 911 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედან გამოჯანმრთელდა 768 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 14.

ბოლო 24 საათის სტატისტიკით, გამოჯანმთელებულების რაოდენობა ინფიცირებულებისას ორჯერ აჭარბებს.

დღის ამბები