25 სექტემბერი 2021,   15:38
ვრცლად
ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის - გიორგი გახარია "მზიურის" გახსნაზე

გიორგი გახარიამ სტიქიის შემდგომ ვერეს ხეობის უსაფრთხოებისა და მზიურის რეაბილიტაციისთვის გაწეული სამუშაოს გამო მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს. პრემიერის თქმით, ამ საქმეში დიდია ევროკავშირის დახმარების როლიც:

"მადლობა იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირმა შეიტანა ამ სარეაბილიტაციო საქმეებში," - მიმართა გიორგი გახარიამ ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს.

გიორგი გახარიამ პერსონალური მადლობა გადაუხადა დედაქალაქის მერ კახა კალაძესაც:

"მადლობა, რა თქმა უნდა, ბატონ მერს, რომელმაც, როგორც მას სჩვევია, ასე გემოვნებით და რაც მთავარია, ყველასთვის, თბილისელებისათვის, მათზე ზრუნვის გამოვლინებით დაასრულა," - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, დღევანდელ დღეს კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც სტიქიის დროს მოქალაქეების გადარჩენას თავი შესწირეს და მადლობა კიდევ ერთხელ უნდა გადაუხადონ ახალგაზრდებს, რომლებიც ყველანაირი თხოვნის გარეშე დადგნენ იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა.

"ერთმანეთზე ზრუნვა არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი წარმატებული მომავლისთვის," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები