25 სექტემბერი 2021,   11:13
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მიმდინარე თვეში უკვე უნდა დასრულდეს - გიორგი კახიანი

ბათუმში საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვა მიმდინარეობს. პროცესში მმართველ გუნდთან ერთად, მხოლოდ "პატრიოტთა ალიანსი" და "დამოუკიდებელი დეპუტატების" ფრაქცია მონაწილეობენ.

"ყველა კითხვას, რომელიც მოსახლეობის მხრიდან იქნება დასმული, ჩვენ ვუპასუხებთ. შეიძლება თქვას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მიმდინარე თვეში უკვე უნდა დასრულდეს. ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან პარლამენტი დაიწყებს პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ინიციატივის განხილვას და თვის ბოლოს მესამე მოსმენით მოხდება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება,"- აღნიშნავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი. 

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსის" წევრი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას მისი პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები მხარს უჭერენ. სწორედ ამის გათვალისწინებით, ირმა ინაშვილი მიიჩნევს, რომ რისკის მომენტი ცვლილებების ჩავარდნის შესახებ - არ არსებობს.  

"საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელიც მხარს ვუჭერთ ამ ცვლილებებს, თუ არ მოხდა რაღაც მზაკვრობა "ქართული ოცნების" მხრიდან, რაც მას ახასიათებს ხოლმე, წესით ეს ცვლილებები არ უნდა ჩავარდეს. ჩვენ და დამოუკიდებელი დეპუტატები ვუჭერთ მხარს ამ ცვლილებებს და არ არსებობს ამ ვითარებაში იმის რისკის მომენტი, რომ ის შეიძლება ჩავარდეს," - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი ირმა ინაშვილი. 

დღის ამბები