25 სექტემბერი 2021,   11:09
ვრცლად
გორში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი ზოგი მიმართულებით გაძვირდა

გორში შიდა მუნიციპალური ტრანსპორტი ზოგიერთი მიმართულებით გაძვირდა. ამ დროისთვის ფასი 50 თეთრით არის მომატებული. მძღოლები ფასის მატებას მგზავრთა ნაკადის შემცირებით ხსნიან და ამბობენ, რომ ამ გაძვირებული ტარიფითაც კი არ უღირთ მუშაობა.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ მგზავრებიც და ამბობენ, რომ მგზავრობის გარდა, ყველაფრის ფასმა მოიმატა. 

 

დღის ამბები