25 სექტემბერი 2021,   10:53
ვრცლად
ვოლოდიმირ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა

კორონავირუსის გავრცელების დინამიკა კვლავ მაღალია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში.

უკრაინაში კი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 30 500-ს გადააჭარბა. ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვითიზოლაციაში გადავიდა მას შემდეგ, რაც მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა. პრეზიდენტი ფიზიკურ კომუნიკაციას წყვეტს და ონლაინ შეხვედრების ფორმატზე გადადის.

რუსეთში, ბოლო 24 საათში ვირუსი ცხრა ათასამდე ადამიანს დაუდგინდა. საერთო ჯამში ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვი ნახევარ მილიონს გასცდა. სომხეთში ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი 723-ს, აზერბაიჯანში კი 336-ს შეადგენს. რაც შეეხება თურქეთს, ქვეყანაში გასულ დღე ღამეში ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა.

დღის ამბები