25 სექტემბერი 2021,   09:59
ვრცლად
ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ძალა არ აქვს - დავით ზალკალიანის განმარტებებით, კონგრესმენების ანგარიშის მომზადების შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონდა

წერილი, რომელსაც 13 კონგრესმენმა მოაწერა ხელი, ამ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს - ამის შესახებ დავით ზალკალიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

წამყვანის კითხვას - „ჩვენ ახლა ფოკუსირებას ვაკეთებთ იმ ფაქტებზე, რომლებიც საოცრად დიდ ზიანს აყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას. უბრალოდ ეს ორი განცხადება 1 თვის დაშორებით არჩევნებამდე 5 თვით ადრე აღიქმება როგორც სიგნალი,“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პასუხობს.

მინისტრის განცხადებით, ეს წერილი არის მხოლოდ და მხოლოდ რეკომენდაციები, რომელიც აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას ეფუძნება.
„არანაირი იურიდიული ძალა ამ დოკუმენტს არა აქვს, ეს არის რეკომენდაციები, რომელიც ეფუძნება აბსოლუტურად მცდარ ინფორმაციას, რომელსაც არანაირი შეხებაც კი არა აქვს რეალობასთან. სად არის ლოგიკა გამაგებინეთ იმ პასაჟს შორის და ამას შორის? ადამიანი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს მოვიდა ხელისუფლებაში, არის იმ პოლიტიკური გუნდის ლიდერი, რომლის მმართველობის პირობებშიც საქართველო ამერიკას შორის სტრატეგიულმა პარტნიორობამ უმაღლეს ნიშნულს. ეს ყველაფერი ნათქვამია და მოყოლილია ათასჯერ, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს არის დოკუმენტი, რომლის მეთოდოლოგიასა და მომზადებაში ჩვენ არანაირი მონაწილეობა არ მიგვიღია. მე არ ვიცოდი მისი მოახლოების შესახებ იმიტომ, რომ მსგავსი ვერც მეცოდინებოდა მსგავსი დოკუმენტის მომზადების შესახებ.

იქ საუბარია, თუ ციტირება ზუსტად მახსოვს, საქართველოს ყველაზე მდიდარი მოქალაქე. ეს სწორი დეფინიცია არის?

დღეს იყო ასევე გამოხმაურებები სხვადასხვა ექსპერტების და მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ასევე იქნება სხვა გამოხმაურებები,“ აცხადებს დავით ზალკალიანი.

ვის მოეთხოვება თქვენს უწყებაში პასუხი ამ ჩანაწერზე? - ამ კითხვით მიმართა წამყვანმა საგარეო საქმეთა მინისტრს.

"ეს არის დოკუმენტი, რომელსაც არც საკანონმდებლო და არც აღმასრულებელი ძალა არ აქვს. მე არ ვაკნინებ ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ აღმასრულებელი ან საკანონმდებლო დატვირთვის დოკუმენტია. ამასთან, მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ დოკუმენტში საკმაოდ დიდი ნაწილი პოზიტიურია. როგორ შეიძლება თანამშრომლის პასუხისმგებლობა დააყენო იმაზე, სადაც საელჩოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია."- აცხადებს დავით ზალკალიანი. 

დავით ზალკალიანმა კითხვაზე იცოდა თუ არა, რომ მსგავსი დოკუმენტი მზადდებოდა უპასუხა, რომ - არა. 

დღის ამბები