25 სექტემბერი 2021,   10:58
ვრცლად
იასპარეზებს თუ არა ლაშა ტალახაძე უცხო ქვეყნის სახელით - ოლიმპიური ჩემპიონის განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია

ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის, განცხადებამ აჟიოტაჟი გამოიწვია. დღის განმავლობაში  სხვადახვა მედიასაშუალება ტალახაძის უცხო ქვეყნის სახელით ასპარეზობაზე ავრცელებდა ინფორმაციას.

საბოლოოდ, მსოფლიოს ყველაზე ძლიერ მამაკაცს განმარტებების გაკეთება მოუწია. ტალახაძემ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. სპორტსმენი ამბობს, რომ მისი ნათქვამი არასწორად გაიგეს.

შექმნილ მდგომარეობას გაუგებრობას უწოდებს გიორგი ასანიძე. ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს მიაჩნია, რომ გულშემატკივარს ნერვიულობის საბაბი არ აქვს.

მსოფლიოს მრავალგზის რეკორდსმენის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. მიხეილ ყაველაშვილი დარწმუნებულია, რომ ლაშა ტალახაძე კარიერას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაასრულებს.

რაც შეეხება დაფასებას, პრემიებს და სხვადასხვა ჯილდოს, ყაველაშვილის თქმით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ სპორტსმენების ღვაწლი სათანადოდ დაფასდეს.

ლაშა ტალახაძე საქართველოს ძალოსანთა ეროვნულ ნაკრებთან ერთად სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირისთვის მზადებას აგრძელებს. სპორტსმენის მიზანი ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება და 500 კილოგრამიანი ზღვარის დაძლევაა, რაც მსოფლიო სპორტის ისტორიაში ამ დრომდე არავის გაუკეთებია.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები