25 სექტემბერი 2021,   11:11
ვრცლად
არეულობა აშშ-ში გრძელდება - დემონსტრანტებმა სიეტლში ე.წ ავტონომიური ზონა შექმნეს და პოლიციას ტერიტორიაზე არ უშვებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციები უკვე 2 კვირაზე მეტია გრძელდება. კვლავ რთული ვითარებაა რამდენიმე ქალაქში, მათ შორის სიეტლში, სადაც აქციის მონაწილეებმა ე.წ ავტონომიური ზონა შექმნეს და პოლიციას ტერიტორიაზე არ უშვებენ.

დონალდ ტრამპმა სიეტლში შეკრებილ დემონსტრანტებს ტერორისტები უწოდა და ქალაქში პოლიციის ძალების შეყვანით დაიმუქრა. ტრამპის ამ განცხადებას ჯორჯიის გუბერნატორმა უპასუხა და ურჩია, შტატის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავოს. სიეტლის მერი ჯენი დერკანი კი აცხადებს, რომ დემონსტრანტების დასაშლელად ქალაქში ფედერალურ ჯარებს არ დაუშვებს. 

ანტირასობრივი აქციების პარალელურად, გავრცელდა შტატებში კიდევ ერთი შავკანიანი მამაკაცის დაკავების ამსახველი ვიდეო. მამაკაცი  დაპატიმრებისას გარდაიცვალა. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ვიდეო 2019 წელს ოკლაჰომა-სიტიშია გადაღებული და მასზე 42 წლის დერიკ სკოტის დაკავების ფაქტია ასახული. ვიდეოში დაკავებული პოლიციელებს მიმართავს, რომ ვერ სუნთქავს, თუმცა სამართალდამცველები მის თხოვნას ყურადღებას არ აქცევენ. აუტოფსიის შედეგებმა აჩვენა, რომ დერიკ სკოტის სიკვდილის მიზეზი ფილტვის კოლაფსი გახდა.

დღის ამბები