25 სექტემბერი 2021,   10:15
ვრცლად
თბილისის მერიამ მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან 3 თვის განმავლობაში გაათავისუფლა - მოვაჭრეების მოთხოვნას "თბილსერვის ჯგუფში" უპასუხეს

მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები თბილისის მერიას დახმარებას და საიჯარო ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვდნენ. დღეს მოვაჭრეებს თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი შეხვდა. 

მოვაჭრეთა მოთხოვნას მერიაში უპასუხეს. როგორც შპს "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი ამბობს, მოიჯარეები საიჯარო გადასახადისგან 3 თვის განმავლობაში უკვე გათავისუფლებულები არიან და ამის შესახებ ინფორმირებულებიც იყვნენ.

"გვყავს 40-ზე მეტი მოიჯარე, რომელთა ქირაც თვეში დაახლოებით 50 000 ლარს შეადგენს. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ისინი საიჯარო ქირისგან გათავისუფლდნენ 3 თვის განმავლობაში, ამ ხალხს კი თბილისის მერის სახელით უკვე ეცნობა. რაც შეეხება სხვადასხვა ჯგუფის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს დეზინფორმაციაა,"- აცხადებს შპს "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორი რომეო მიქაუტაძე.

დღის ამბები